გიორგი ვაშაძე - ამოცანა, რომელიც გვაქვს ყველას ერთად, არის საქართველოს რუსული რეჟიმისგან გათავისუფლება და ძალიან მნიშვნელოვანია, ეს გზავნილი ჩვენს პარტნიორებსაც ესმოდეთ

ამოცანა, რომელიც გვაქვს ყველას ერთად არის საქართველოს რუსული რეჟიმისგან გათავისუფლება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გზავნილი ჩვენს პარტნიორებსაც ესმოდეთ. საქართველოში ქართველი ხალხი არასდროს რუსეთს არ დაუშვებს და რუსულ რეჟიმს არ დაუშვებს, ეს ცალსახაა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ აშშ-ში გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

ვაშაძის თქმით, მათ შეხვედრები ექნებათ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, სენატში, კონგრესში და თითქმის ყველა ექსპერტულ ორგანიზაციაში.

„ამერიკა არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და როცა ხელისუფლებაში მყოფი პრორუსული ძალა მიზანმიმართულად ცდილობს გააფუჭოს ურთიერთობა მსოფლიოში ყველაზე ძლიერ სახელმწიფოსთან, რომლისთვისაც საქართველო არის სტრატეგიული პარტნიორი რეგიონში, ჩვენი ამოცანაა, რომ პირიქით, გავაღრმაოთ ეს თანამშრომლობა და ჩავიტანოთ ქართველი ხალხის გზავნილი, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროკავშირი, ნატო, ჩვენ ამერიკასთან გვინდა მეტი ეკონომიკური ურთიერთობები და მეტი მხარდაჭერა უსაფრთხოების კუთხით და მეტი და მეტი ღრმა ურთიერთობები, როგორიც არის თავისუფალი ვაჭრობა. საუბარი გვექნება სავიზო რეჟიმებთან დაკავშირებით და რაც მთავარია საქართველოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ამოცანა, რომელიც გვაქვს ყველას ერთად არის საქართველოს რუსული რეჟიმისგან გათავისუფლება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გზავნილი ჩვენს პარტნიორებსაც ესმოდეთ. საქართველოში ქართველი ხალხი არასდროს რუსეთს არ დაუშვებს და რუსულ რეჟიმს არ დაუშვებს, ეს ცალსახაა. იქნება შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესში, სენატში და თითქმის ყველა ექსპერტულ ორგანიზაციაში, რომელიც საქართველოზე მუშაობს და იქნება სპეციალურად მოწყობილი მრგვალი მაგიდა ატლანტიკურ საბჭოში საქართველოს საკითხებზე, რასაც ექსპერტული წრეების წარმომადგენლები საქართველოდან დაესწრებიან და მათთან ერთად ჩამოვაყალიბებთ სამოქმედო გეგმას რა უნდა გაკეთდეს მომდევნო პერიოდის მანძილზე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის