გიორგი ვაშაძე - სახედაკარგულია „ქართული ოცნება“, გაუბედურებული, დარჩენილი პუტინთან ერთად - მათი რელიგია არის „პუტინიზმი“, სხვა რელიგია არ აქვთ

სახედაკარგულია „ქართული ოცნება“, გაუბედურებული, დარჩენილი პუტინთან ერთად. მათი რელიგია არის „პუტინიზმი“, სხვა რელიგია არ აქვთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ თსუ-ში, გორში და ბაკურიანში მომხდარ ფაქტებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ წარსულს ჩაბარდეს, საჭიროა ერთიანობა.

"უკვე არასრულწლოვანებს ესხმიან თავს, მეტი რაზე უნდა გვქონდეს საუბარი. ჩვენ მათგან აუცილებლად გავათავისუფლებთ ქვეყანას, გავიმარჯვებთ და აი, ამ სიბინძურეს ჩავაბარებთ წარსულს. ამისთვის გვჭირდება ერთიანობა, ერთიანობა და კიდევ ერთხელ ერთიანობა როგორც ახალგაზრდების, ასევე უფროსების, პოლიტიკოსების, არაპოლიტიკოსების და აბსოლუტურად ყველა საზოგადოებრივი ჯგუფის და წრეების“, - განაცხადა ვაშაძემ.

ის ასევე, გამოეხმაურა ოპოზიციის გაერთიანების საკითხს და აღნიშნა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ რუსული ძალის წინააღმდეგ ყველა პროდასავლურ პოლიტიკურ ძალასთან ითანამშრომლებს.

„სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ წითელი ხაზი არის რუსული ძალები და ყველაზე ბნელი რუსული ძალა “ქართული ოცნების“ სახით, დანარჩენი - ყველა პროდასავლურ ძალასთან ვაპირებ თანამშრომლობას. ამ თანამშრომლობას ექნება სხვადასხვა ფორმატი და როგორი იქნება „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ან სხვა რომელიმე პარტიასთან ამაზე ჩამოვყალიბდებით და შემდეგ გაცნობებთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება