ლევან ხაბეიშვილი - გურჯაანის მერთან ვიმყოფები და სტიქიით მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით ანგარიშს ვიბარებ - ეს საქმე პირად კონტროლზე მექნება აყვანილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, გურჯაანის მერ, ლერი გელენავასთან ერთად, სტიქიით მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით ანგარიშს იბარებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

„ამ წუთებში გურჯაანის მერ, ლერი გელენავასთან ვიმყოფები და სტიქიით მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით ანგარიშს ვიბარებ. ასევე, მივეცი პირობა, რომ ოპოზიციის მხრიდან ადგილობრივ დონეზე მოქალაქეების საკეთილდღეოდ არანაირი ბიუროკრატიული პრობლემა არ ექნება.

მერისგან პირადად მოვითხოვე სამუშაოების დაჩქარება და ზარალის დათვლის პროცესში ჩართულობა, რაზეც მივიღეთ პირობა, რომ შესრულდება. ცხადია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გააგრძელებს გურჯაანში განვითარებული მოვლენების მონიტორინგს, პირადად ვიქნები ჩართული და ეს საქმე პირად კონტროლზე მექნება აყვანილი“, - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო