მწვანე წყალბადის მოხმარების განვითარების მიზნით 1,3 მილიონი ევრო გამოიყოფა

გერმანულ-ქართული მთავრობის მოლაპარაკებების კვირეულის ფარგლებში, ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურ დირექტორს, გიორგი ჩიქოვანსა და გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) ენერგეტიკის სექტორის დირექტორს, ბოდო შმიულინგს შორის შეთანხმებას მოეწერა ხელი.

ნავთობისა და გაზის კორპორაციის ცნობით, შეთანხმება მწვანე წყალბადის მოხმარების განვითარებისა და აღნიშნულთან დაკავშირებული მოსამზადებელი ღონისძიებებისათვის 1,3 მილიონი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს.

„ხელშეკრულება დღეს, 19 ივნისს, ბერლინში გაფორმდა, რასაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე ესწრებოდა.

ხელშეკრულების პროექტის მიხედვით, დაფინანსებას სამეწარმეო ხასიათის მიზნები გააჩნია. კერძოდ, მიღებული სახსრები განსაზღვრულია მოსამზადებელი სამუშაოებისთვის - საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისთვის, პროექტირებისთვის, გარემოზე ზემოქმედების ანგარიშებისა და შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების პროექტის იმპლემენტაციისათვის და ა.შ.

გერმანიის ფედერალური მთავრობა, გერმანიის განვითარების ბანკის მეშვეობითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით, საქართველოში მწვანე წყალბადის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას გეგმავს. სწორედ ამ მიზნით, სულ ახლახან, მწვანე წყალბადის საპილოტე პროექტის განვითარებასთან დაკავშირებით, ხელი მოეწერა მემორანდუმს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასა და გერმანიის განვითარების ბანკს (KfW) შორის. მემორანდუმი ადასტურებს მხარეთა განზრახვას, ერთობლივი ძალისხმევით განავითარონ როგორც მწვანე წყალბადის საპილოტე საწარმო, ასევე მისი სრული ღირებულებითი ჯაჭვი (მოთხოვნა–მიწოდების ჩათვლით).

სწორედ აღნიშნული პროექტის საწყისი ეტაპია ზემოთხსენებული შეთანხმება და თანხა (1,3 მილიონი), რომელიც მის საფუძველზე გამოიყოფა და რომლითაც მწვანე წყალბადის განვითარების ხელშესაწყობად, ქვეყანაში, პირველი ნაბიჯები გადაიდგმება.

ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ენერგოპროდუქტის - წყალბადის გამოყენების გზად, პირველ ეტაპზე, ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტი განიხილება. მოსამზადებელ სამუშაოებს კი, დაახლოებით, ერთი წელიწადი დასჭირდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება