საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი NDI-ის პრეზიდენტს დერეკ მიტჩელს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი პარტნიორობის დღის წესრიგი, ასევე, განიხილეს თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები. შალვა პაპუაშვილმა და დერეკ მიტჩელმა ისაუბრეს პარლამენტის საჭიროებებსა და NDI-ის ჩართულობის შესაძლებლობებზე.
საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკას და ხედვებს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.