ირაკლი ზარქუა - ყველა საელჩომ უნდა გაიგოს, ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას არეულობა არ სჭირდება - რადიკალების ყველა მხარდამჭერი, საზოგადოებიდან დიდ რისხვას მიიღებს

ყველა საელჩომ უნდა გაიგოს, ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას არეულობა არ სჭირდება - რადიკალების ყველა მხარდამჭერი, საზოგადოებიდან დიდ რისხვას მიიღებს, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის" ინფორმაციას, რომ ბორჯომში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ტრენინგის მონაწილეებს აშშ- ის საელჩომ ტრანსპორტი გაუგზავნა.

ზარქუა აცხადებს, რომ "ის ხელმოცარულები და შარვალ- ჩახდილები" არ არიან საქართველოს მომავალი.

"მე ჩემს პოზიციას გაგიზიარებთ. ყველა საელჩომ უნდა გაიგოს ეს, მით უმეტეს, ჩვენმა მთავარმა პარტნიორებმა, რომ "ენდიაის", "აირიაის" კვლევებშიც, რომელიც სახელისუფლებო კვლევები არ არის, ნათლად, შავით თეთრზე წერია, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას ქაოსი და არეულობა არ სჭირდება, უარს ამბობენ, კეთილდღეობა უნდათ, არ უნდათ ეს დაპირისპირება, ერთმანეთის ლანძღვა- გინება, ეს ჩვენ 12 პუნქტიან გეგმაშიც გვიწერია. ამიტომ, ყველა რადიკალების მხარდამჭერი, ვინც ამა თუ იმ ფორმით გვერდში დაუდგება მათ, ქართული საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდ რისხვას მიიღებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე ზოგად განცხადებას ვაკეთებ. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი საერთაშორისო ორგანიზაცია იქნება, მათ უნდა გაიაზრონ ქართველი ხალხის ნება- სურვილი, რომელიც ჩანს კვლევებში, სადაც წერია, რომ მოსახლეობას არ სურს დაძაბულობა და ქაოსი. ის ხელმოცარულები და შარვალ-ჩახდილები არ არიან საქართველოს მომავალი, ეს ნათლად თქვა მოსახლეობამ სამ არჩევნებზე ზედიზედ, კვლევებშიც ჩანს. ხელოვნურად რატომ აკეთებენ?! არ სჭირდება ეს არც ჩვენს ქართულ- ევროპულ, ქართულ - ამერიკულ ურთიერთობებს. ქართულ - დასავლურ ურთიერთობებს, ეს არაფერში ადგია და ნუ ცდილობენ, დაძაბონ, ხელოვნურად შემოიტანონ, რადგან ქართველ ხალხს აქვს თმენის საკმაოდ დიდი ფიალა და ეს თუ გადაივსო, მერე ჩვენ გაგვიჭირდება დავარწმუნოთ, რომ მთავარი პარტნიორები არიან დემოკრატიის მხარდამჭერები ჩვენს ქვეყანაში, ნუ აკეთებენ ასე,"- განაცხადა ზარქუამ.

კითხვაზე ინციდენტის მერე, სადაც სკოლის მოსწავლეებს, ახალგაზრდებს ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ, ავტობუსის გაგზავნა რატომ იყო მიუღებელი ამ ახალგაზრდებისთვის, ზარქუა პასუხობს - "მე ავტობუსზე არ მითქვამს, მე ზოგადად ვთქვი ჩემი პოზიცია და დასკვნა შეგიძლიათ გამოიტანოთ".

ზარქუა ასევე გამოეხმაურა ბრიუსელსა და სტოკჰოლმში დაგეგმილ დახურულ შეხვედრებს, სადაც ევროკომისია ევროკავშირის ელჩებსა და ევროპის საქმეთა მინისტრებს საქართველოს მიერ 12 პრიორიტეტის შესრულების საკითხზე მოხსენებას წარუდგენს. უმრავლესობის დეპუტატი აცხადებს, რომ ევროკომისიას არანაირი საფუძველი არ ექნება, საქართველოს კანდიდატის სტატუსზე უარი უთხრას და იმედს გამოთქვამს, რომ "ევროკომისია ამჯერად მაინც სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და შეცდომას არ დაუშვებს."

"ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად ველოდებით, რომ ევროკომისია ამჯერად მაინც მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და შეცდომას არ დაუშვებს. იცით, რომ 2 დღიანი ზეპირი განხილვაა დახურულ კარს მიღმა, სადაც მოხსენება იქნება საქართველოს შესახებ. ჩვენ, იცით, განვაცხადეთ, რომ თვის ბოლომდე 12 რეკომენდაცია შესრულებული იქნება. ასე რომ, არანაირი საფუძველი არ ექნება ევროკომისიას, რომ უარი ეთქვას საქართველოს კანდიდატის სტატუსზე. ისევე როგორც ქართველ ხალხს, ჩვენც გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველო დამსახურებულად მიიღებს კანდიდატის სტატუსს,"- განაცხადა ზარქუამ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის