ირაკლი კობახიძე - ჩვენი რიტორიკა არის პროდასავლური და ყოველთვის ამ ხაზს მივყვებით - ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ეკუთვნის ქართველ ხალხს და იმ ხელისუფლებას, რომელიც ხალხმა აირჩია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კანდიდატის სტატუსი ეკუთვნის ქართველ ხალხს და იმ ხელისუფლებას, რომელიც ამ ხალხმა აირჩია.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი შარშანაც ეკუთვნოდა და წელსაც ეკუთვნის.

„რაც შეეხება 12 პუნქტს, ჩვენ პირნათლად შევასრულეთ, ეს პროცესი ამ თვის ბოლომდე დასრულდება. კანდიდატის სტატუსი, რა თქმა უნდა, გვეკუთვნის. შარშან, ივნისშიც გვეკუთვნოდა და წელსაც გვეკუთვნის. ეს სტატუსი ეკუთვნის როგორც ხალხს, ასევე იმ ხელისუფლებას, რომელიც ამ ხალხმა აირჩია. ჩვენ გვაქვს ხალხის მხრიდან ლეგიტიმაცია და ეს ლეგიტიმაცია დასტურდება, მათ შორის განახლებული სოციოლოგიური კვლევის მონაცემებით“, - განაცხადა კობახიძემ.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი გუნდის წევრებს ანტიდასავლური განცხადებები არასდროს გაუკეთებიათ.

„ჩვენ არასდროს გვქონია ანტიდასავლური განცხადებები, არცერთი ანტიდასავლური განცხადება არ გაგვიკეთებია. ხანდახან გვიწევდა შეფასებების გაკეთება მათ არაობიექტურ განცხადებებთან დაკავშირებით, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის ანტიდასავლური რიტორიკა. ჩვენი რიტორიკა არის პროდასავლური და ყოველთვის ამ ხაზს მივყვებით“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს