უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულიყო გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ნიკა გვარამიას საქმე თავიდან ბოლომდე პოლიტიკურია და სამართალთან არანაირი კავშირი არ გააჩნია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, ხელისუფლების ყველა ქმედება ანტიევროპული ქმედებისკენაა მიმართული.
„უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულიყო გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ნიკა გვარამიას საქმე თავიდან ბოლომდე პოლიტიკურია და სამართალთან, სამართლიანობასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ყველა თავისი ქმედებით, რომ ქვეყნის განვითარება არანაირად არ მოხდეს. ყველა მათი ქმედება მიმართულია ანტიევროპული ქმედებისკენ და ქვეყნის საწინააღმდეგოდ”, - განაცხადა ბოტკოველმა.
აღნიშნულ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.