ჯაბა სამუშიას ხელმძღვანელობით უნივერსიტეტის ენციკლოპედიის სარედაქციო კოლეგიამ მუშაობა დაიწყო

უნივერსიტეტის ენციკლოპედიის შექმნის მიზნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სარედაქციო კოლეგიის შეხვედრა გაიმართა.

თსუ-ის ინფორმაციით, კოლეგიის წევრებმა, თსუ-ის რექტორის, აკადემიკოსი ჯაბა სამუშიას ხელმძღვანელობით ენციკლოპედიის კონცეფციის შემუშავებაზე, მის ფორმასა და შინაარსზე იმსჯელეს და ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს.

„ვფიქრობ, უნივერსიტეტის ენციკლოპედია მნიშვნელოვანია, რადგან მომავალმა თაობამ გაიცნოს ის ადამიანები, რომლებიც უნივერსიტეტის ისტორიას ქმნიან. ენციკლოპედიის შექმნით, გვინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ მეოცე საუკუნეში ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა უნივერსიტეტს და ყველა სფეროს განვითარებაში უდიდესი წვლილი სწორედ უნივერსიტეტმა შეიტანა“, -განაცხადა თსუ-ის რექტორმა ჯაბა სამუშიამ.

თსუ-ის ცნობითვე, თავის მხრივ, უნივერსიტეტის პროფესორებმა აღნიშნეს, რომ ენციკლოპედიის შექმნის ინიციატივა მათთვის მისასალმებელია და თავიანთ სტუდენტებთან ერთად აქტიურად ჩაერთვებიან ენციკლოპედიაზე მუშაობის პროცესში.

„როგორც უნივერსიტეტის ცხოვრება გრძელდება, ისე უნდა გაგრძელდეს ეს ენციკლოპედიაც. მას არ ექნება დასრულებული სახე და დროსთან ერთად შეიქმნება კიდევ ახალი გამოცემები“, -განაცხადა თსუ-ის პროფესორმა ვლადიმერ პაპავამ.

თსუ-ს ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენციკლოპედიაზე მუშაობის პროცესში ჩაერთვებიან საქართველოს ეროვნული არქივის თანამშრომლები, თსუ-ის პროფესორები, ფაკულტეტის წარმომადგენლები და სტუდენტები, რექტორმა მათ უკვე გააცნო ენციკლოპედიასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები და სთხოვა, ამ კუთხით მუშაობის დაწყება. ენციკლოპედიის შექმნის პროცესში, ასევე, მონაწილეობენ თსუ-ის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ზურაბ გაიპარაშვილი და ბიბლიოთეკის თანამშრომლები.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის