სალომე სამადაშვილი - ჩემთვის გახარია იქნება სრულიად მიუღებელი ოპოზიციურ სპექტრში, ვიდრე არ გასცემს პასუხს, ვისი ბრძანებით დასახიჩრდნენ 20 ივნისს ჩვენი თანამოქალაქეები

გახარიამ ეტყობა კარგად შეასრულა დავალებები, რომელიც მიიღო 20 ივნისს და ამიტომ არაფერი აქვს სათქმელი არავისთვის - ჩემთვის გახარია იქნება სრულიად მიუღებელი ოპოზიციურ სპექტრში, ვიდრე არ გასცემს პასუხს, ვისი ბრძანებით დასახიჩრდნენ ჩვენი თანამოქალაქეები, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა შსს - ისთვის 20 ივნისს დაზარალებულის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების დაკისრებას.

მისი თქმით, გავრილოვის აღმოჩენა პარლამენტში, თავმჯდომარის სავარძელში არ ყოფილა შემთხვევითობა და ეს იყო დატესტვა საზოგადოების რეაქციის, რომელსაც ქართველმა ხალხმა ღირსეული პასუხი გასცა. სამადაშვილის თქმით, ხელისუფლების რეაქცია ხალხის პროტესტზე იყო საკუთარი თანამოქალაქეების მიმართ ძალის უკანონო გადამეტება.

"ის, რაც მოხდა 4 წლის წინ 19-20 ივნისს, ჩანს კიდევ უფრო მძაფრად, როგორც პირველი სერიოზული მცდელობა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების და კრემლში მათი მოკავშირეების მხრიდან, რომ დაეტესტათ ქართველი ხალხის რეაქცია ჩვენი ქვეყნის ღია საოკუპაციო პოლიტიკაზე. გავრილოვის აღმოჩენა პარლამენტში, თავმჯდომარის სავარძელში არ ყოფილა შემთხვევითობა. ეს იყო დატესტვა ჩვენი რეაქციის და ქართველმა ხალხმა ღირსეული პასუხი გასცა ჩვენი სახელმწიფო ინტერესების დასაცავად.

რაც შეეხება ხელისუფლების რეაქციას - ეს იყო ძალის გადამეტება, უკანონო ძალის გამოყენება 20 ივნისის ღამეს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ და ჩვენ დღემდე არ გვაქვს პასუხი კითხვაზე - ვინ გასცა საკუთარი მოქალაქეების დასისხლიანების ბრძანება. განსაკუთრებით ხაზგასმით უნდა გამოვყო გახარიას როლი, რომელიც აქ პარლამენტიდან, 20 ივნისს ხელმძღვანელობდა დარბევის სპეცოპერაციას და დღეს ის აცხადებს, რომ ოპოზიციაში არის გადასული და ოპოზიციაში თუ არის გადასული ბატონი გახარია, გასცეს პასუხი ყველა შეკითხვას: ვინ გასცა ბრძანება ძალის გამოყენების საკუთარი თანამოქალაქეების წინააღმდეგ, რატომ დაშავდა ამდენი ადამიანი.

მრავალთვიანი პროტესტის მოთხოვნა იყო მისი შს მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა და ამის ნაცვლად, დააწინაურეს და გახდა პრემიერი. აქედან მე პირადად ვასკვნი, რომ მან შეასრულა ეტყობა კარგად ის დავალებები, რომელიც მიიღო 20 ივნისს და ამიტომ არაფერი აქვს სათქმელი არავისთვის. ჩემთვის გახარია იქნება სრულიად მიუღებელი პერსონაჟი ოპოზიციურ სპექტრში, სანამ ის არ გასცემს პასუხს, რა მოხდა 20 ივნისს, ვისი ბრძანებით დასახიჩრდნენ ჩვენი თანამოქალაქეები,"- განაცხადა სამადაშვილმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს