ირაკლი ქადაგიშვილი - პრეზიდენტის არათანამშრომლობითი ნაბიჯები ქვეყნისთვის საუკეთესო მიზნების განხორციელებას არ ემსახურება

პრეზიდენტის არათანამშრომლობითი ნაბიჯები ქვეყნისთვის საუკეთესო მიზნების განხორციელებას არ ემსახურება - ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების ასარჩევად საჭიროა კონსულტაციები, რათა გადაწყვეტილება ქვეყნის ფინანსური მდგრადობისათვის საუკეთესო ინტერესებზე იყოს მორგებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, ის ეროვნული ბანკის საბჭოში ასარჩევად პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატების ავ-კარგიანობის განხილვაში არ შევა, რადგან აღნიშნულ საკითხზე მმართველი გუნდის პრინციპი წინასწარი კონსულტაციების გავლა იყო.

„ეროვნული ბანკი და მთავრობა გაყოფილია. მათი ერთობლივად, მჭიდროდ მუშაობა დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ ფინანსური მაჩვენებლის განსაზღვრასთან. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აკისრია და ის ამ ინსტიტუტის ფორმირების პროცესში თანამონაწილე უნდა იყოს. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები პარლამენტმა უნდა აირჩიოს. ბუნებრივია, შემდგომი პასუხისმგებლობა ეკონომიკურ მდგომარეობაზე ხელისუფლებას ეკისრება და არა პრეზიდენტს, რადგან ეს არც მისი კონსტიტუციური და არც პირდაპირი მოვალეობა არ არის.

როგორც წესი, არანაირი რეალური პოლიტიკური პასუხისმგებლობა არც ეროვნულ ბანკს ეკისრება. ყველა პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, მთავრობას და ხელისუფლებას ეკისრება. სწორედ ამიტომ არის კონსულტაციები საჭირო, რომ გადაწყვეტილება საუკეთესო ინტერესებზე იყოს მორგებული ფინანსური მდგრადობისათვის“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა