ჭიათურის მაღაროში დასაქმებულების მსვლელობა „ჯორჯიან მანგანეზის“ ოფისთან დასრულდა

ჭიათურის მაღაროში დასაქმებულების მსვლელობა პარლამენტის შენობიდან “ჯორჯიან მანგანეზის” ოფისამდე დასრულდა.

მაღაროში დასაქმებულები “ჯორჯიან მანგანეზის” ოფისთან განცხადებებს და მოთხოვნებს კიდევ ერთხელ გააჟღერებენ.

“ჩვენ არ გავჩერდებით. ყველაგან მოგაგნებთ და გეტყვით, რომ თქვენს მონობას არ დავემორჩილებით”,- აღნიშნეს მაღაროელებმა ჯორჯიან მანგანეზის” ოფისთან.

მაღაროელების მთავარი მოთხოვნა სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა.

აქციის მონაწილეები მსვლელობისას სკანდირებდნენ: “გაფიცვა გაიმარჯვებს!”

ამასთან, მათ აღნიშნეს, რომ მსვლელობის დასრულების შემდეგ, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით აქცია 18:00 საათზე პარლამენტის შენობის წინ კვლავ განახლდება.

აქციის მონაწილეებმა მოუწოდეს პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ აქციაზე მოსვლისგან.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა