შალვა პაპუაშვილი გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, სვენ გიგოლდს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, მაია ბითაძესთან ერთად გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, სვენ გიგოლდს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე და ქვეყნის მიერ ამ მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ წარმატებით გატარებულ რეფორმებსა და ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესს.

შეხვედრაზე, დადებითად შეაფასეს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის განახლებადი ენერგიით ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის და ხელს შეუწყობს ევროკავშირთან საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესს. ასევე გამახვილდა ყურადღება ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში კლიმატისა და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე, მათ შორის, კერძო სექტორისა და ინდუსტრიის წახალისების კუთხით. შეხვედრის დროს საუბარი შეეხო აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ტრანსკავკასიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის - "შუა დერეფნის" როლს, რომელსაც ტვირთების შეუფერხებელი და ეფექტიანი ტრანსპორტირების კუთხით სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია.

სვენ გიგოლდმა აღნიშნა, რომ გერმანიის ფედერალური რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს ასოცირების დღის წესრიგს, სადაც დიდი ადგილი გარემოს დაცვის მიმართულებით ევროკავშირში მოქმედ რეგულაციებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესს უკავია. სვენ გიგოლდს ქართულმა მხარემ მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის კანონშემოქმედებით საქმიანობაზე, რომლის მიხედვითაც საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მოხდება გარემოს დაცვითი სამი მნიშვნელოვანი კანონის მიღება, ხოლო კლიმატის ცვლილების კანონზე საქართველოს პარლამენტს, ასევე, დაწყებული აქვს მუშაობა. სვენ გიგოლდმა დადებითად შეაფასა ის პროგრესი, რომელიც ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოს აქვს.

შეხვედრაზე, ასევე განსაკუთრებულად აღინიშნა, საქართველოსა და გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკას შორის როგორც სამთავრობო, ისე საპარლამენტო დონეზე, ბოლო დროს გახშირებული მაღალი დონის შეხვედრების მნიშვნელობა, რაც, თავის მხრივ, პოზიტიურ გავლენას იქონიებს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესზე.

მარინა ჩიტაშვილი - ხელისუფლების მიერ საქართველოში  რუსეთის მოწვევა და რუსეთის დახმარებით ძალაუფლების შენარჩუნების სცენარი, ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია
ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით