აშშ-ის ელჩი - დარწმუნებული ვარ, რომ ევროკომისია მიმდინარე სამუშაოზე ძალიან დეტალურ შეფასებას გააკეთებს

დარწმუნებული ვარ, რომ ევროკომისია აქ მიმდინარე სამუშაოზე ძალიან დეტალურ შეფასებას გააკეთებს, რამდენად ინკლუზიური იყო ან არ იყო პროცესი, რამხელა პროგრესი იქნა მიღწეული ამ კონკრეტულ 12 რეკომენდაციაზე. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

“რა თქმა უნდა, იმ პოზიციაში არ ვარ, რომ ევროკომისიის შეფასებაზე ვიმსჯელო. დარწმუნებული ვარ, რომ აქ მიმდინარე სამუშაოზე ისინი ძალიან დეტალურ შეფასებას გააკეთებენ, რამდენად ინკლუზიური იყო ან არ იყო პროცესი, რამხელა პროგრესი იქნა მიღწეული ამ კონკრეტულ 12 რეკომენდაციაზე. იმ ფაქტის დამატებით, რომ ვენეციის კომისიამ მოსაზრებები გამოაქვეყნა სასამართლოებზე კანონის შესწორებებთან დაკავშირებით და დეოლიგარქიზაციის კანონზე.

იქ ძალიან ნათელი და კონკრეტული პუნქტები იყო თუ რა არის საჭირო მოლოდინების დასაკმაყოფილებლად, რაც იმის ნიშანია თუ რამდენად ერთგულია ევროკავშირი ამ პროცესში საქართველოს წარმატების. ძალიან კონკრეტული პუნქტებია იმაზე თუ რა ნაბიჯებია საჭირო. თუ პარლამენტი ამ ნაბიჯებს გადადგამს, იგი საქართველოს იმასთან დააახლოებს, სადაც ყველას სურს საქართველოს ნახვა - დეკემბერში კანდიდატის სტატუსზე დადებითი პასუხის მიღება”, - განაცხადა დეგნანმა.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის