დავით ჭიჭინაძე - სანამ პოლიტიკაში მხოლოდ საკუთარი სარგებლის ძებნა და კულუარული გარიგებები არ დასრულდება, ვერც ევროპა გვიშველის და ვერც ამერიკა

სანამ პოლიტიკაში მხოლოდ საკუთარი სარგებლის ძებნა და კულუარული გარიგებები არ დასრულდება, ვერც ევროპა გვიშველის და ვერც ამერიკა, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში იმიტომ მოვიდა, რომ ქვეყანა ძარცვონ.

„თავი სამყაროს ღმერთებად გამოგვიცხადეს, საქართველო კი თავიანთ ნადავლად აქციეს. ხელისუფლებაშიც ხომ მხოლოდ იმიტომ მოვიდნენ, რომ ეს ქვეყანა ძარცვონ და დაინაწილონ. თუ დასავლეთი ჯერ კიდევ ელოდება, რომ კობახიძე-ივანიშვილის „ოცნებაში" კეთილშობილება გაიღვიძებს, გამორიცხულია, ეს არ მოხდება!

ასე რომ, თუ ყველა ერთად არ დავირაზმებით, უსამართლობის პრობლემა ყველასთან მოვა, არავის დატოვებს. ბოლოს ყველას დაგვიჭერენ, ყველას, დაგვსჯიან, ვისი განსხვავებული აზრიც არ მოეწონებათ, მაგრამ სანამ პოლიტიკაში მხოლოდ საკუთარი სარგებლის ძებნა და კულუარული გარიგებები არ დასრულდება, ვერც ევროპა გვიშველის და ვერც ამერიკა“, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე, რომლის კომენტარსაც „ტრიბუნა“ ავრცელებს.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება