ირაკლი ღარიბაშვილი - ბატონი გვარამიას საკითხი მთავრობის საკითხი არ არის, გადაცემულია სასამართლოში, გამოძიების საკითხი იყო და შესაბამისად, მე პასუხი არ მაქვს

ბატონი გვარამიას საკითხი არ არის მთავრობის საკითხი, მისი საკითხი გადაცემულია სასამართლოში, გამოძიების საკითხი იყო და შესაბამისად, მე პასუხი არ მაქვს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით საუბარი - ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ ორ ადამიანს შორის შემდგარი საუბარი გარეთ არ გამოდის.

„მე არაერთი საუბარი მქონია ჩვენს ევროპელ ლიდერებთან და ბევრ ადამიანთან. თქვენ კითხვას, რომ მისვამთ იყო თუ არა საუბარი, მგონი, არაეთიკურია. საერთოდ ორ ადამიანს შორის შემდგარი ნებისმიერი საუბარი, ნებისმიერი საკითხი გარეთ არ გამოდის თუ ეს არ არის პრესრელიზში და განცხადებაში. აქედან გამომდინარე, მე შემდეგი პასუხი მაქვს ბატონ გვარამიასთან დაკავშირებით. ბატონი გვარამიას საკითხი არ არის მთავრობის საკითხი, მისი საკითხი გადაცემულია სასამართლოში, გამოძიების საკითხი იყო და შესაბამისად მე პასუხი არ მაქვს“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება