რატი ბრეგაძე - „ქართული ოცნება“ დღეს არის პირველი პოლიტიკური ძალა და აქვს მოსახლეობის ყველაზე დიდი მხარდაჭერა, რაც ყველასთვის ცხადია

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ დღეს არის პირველი პოლიტიკური ძალა და მას მოსახლეობის ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს. ასე შეაფასა მან Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები.

„შიდა კვლევებით პარტიას ამაზე ბევრად მეტი მონაცემები ექნება. „ქართული ოცნება“ რომ დღეს არის პირველი პოლიტიკური ძალა და აქვს მოსახლეობის ყველაზე დიდი მხარდაჭერა, ეს ყველასთვის ცხადია“, -განაცხადა ბრეგაძემ.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, მისი აზრით, შეიძლება თუ არა „ქართული ოცნება“ უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში 2024 წელს, რატი ბრეგაძემ უპასუხა, რომ კონკრეტულად არ იცის, რამდენი ხმა ექნება არჩევნებში, მაგრამ მმართველ გუნდს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს.

„არ ვიცი, კონკრეტულად რამდენი ხმით, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ აქვს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა და ეს არის ცხადი. ეს შიდა კვლევებითაც დასტურდება და თუ გინდათ გაიარეთ, შეხვდით მოქალაქეებს, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს და ამაში თქვენ თვითონაც დარწმუნდებით. არჩევნების შედეგებმა აჩვენა, თუ რამხელა მხარდაჭერა აქვს „ქართულ ოცნებას“ ქართული საზოგადოების მხრიდან“, - განაცხადა ბრეგაძემ.

ცნობისთვის, Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარდა, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, მას მოსდევს „ნაციონალური მოძრაობა“, პარტიული რეიტინგის თანახმად, მესამე ადგილზეა პარტია „საქართველოსთვის“. გამოკითხვის შედეგები ასე ნაწილდება:„ქართული ოცნება“ - 37%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 25, „საქართველოსთვის“ - 6%, „ლეიბორისტული პარტია“ - 5%, „ლელო“ - 4%, „გირჩი - მეტი თავისუფლება (ზურაბ ჯაფარიძე)“ - 4%, „ხალხისთვის“ (ანა დოლიძე) - 3%, „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 3%, გირჩი“ (იაგო ხვიჩია) - 3%, „დროა“ - 2, „ალტ ინფო“ - 2%, „მოქალაქეები” - 2, „ხალხის ძალა“ - 2%, „ევროპული საქართველო“ - 1%, „პატრიოტთა ალიანსი“ - 1%. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). ცდომილება არის +/- 3%. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 25 მაისი-14 ივნისის პერიოდში.

ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით