რატი ბრეგაძე - რატომ უნდა იყოს ელტონ ჯონის ჩამოყვანა პროპაგანდა, როდესაც ადამიანი არის მომღერალი და კონცერტი აქვს? – „მაკდონალდსის“ წიგნების შინაარსი არ ვიცი

ელტონ ჯონის რომელ წიგნზე საუბრობთ? არ მინახავს ეს წიგნები და შინაარსი ზუსტად არ ვიცი, - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, ეთანხმება თუ არა მოსაზრებას, რომ „მაკდონალდის“ მიერ მომღერალ ელტონ ჯონის ცხოვრების შესახებ გამოცემული წიგნი, ბავშვებში ლგბტ პროპაგანდას ხელს უწყობს.

იუსტიციის მინისტრის თქმით, „მაკდონალდსის“ წიგნების შინაარსის შესახებ არ იცის.

„ელტონ ჯონის რომელ წიგნზე საუბრობთ? არ მინახავს ეს წიგნები და შინაარსი ზუსტად არ ვიცი...ელტონ ჯონის ჩამოყვანა არის, თუ არა პროპაგანდა? რატომ უნდა იყოს პროპაგანდა, როდესაც ადამიანი არის მომღერალი, ჩამოდის და კონცერტი აქვს, რა შუაშია პროპაგანდა... არ ვიცი "მაკდონალდსის" წიგნების შინაარსი“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა