რატი ბრეგაძე - ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ევროპელი მეგობრები სტატუსთან დაკავშირებით აუცილებლად მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ქართველ ხალხს გაუხარდება

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, იმედოვნებს, რომ ევროკომისიის ზეპირი მოხსენება დადებითი იქნება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აქვს მოლოდინი, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გაწეული ძალისხმევა სათანადოდ იქნება შეფასებული და დაფასებული დასავლელი პარტნიორების მხრიდან.

„პირადად, როგორც საქართველოს მოქალაქეს მაქვს იმის მოლოდინი, რომ ჩვენს სახელმწიფოს აუცილებლად დაუფასდება, პირველ რიგში დაუფასდება ქართველ ხალხს ის ძალისხმევა, რომელიც ქართველმა ხალხმა გაიღო საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის, მათ შორის ჩვენმა ჯარისკაცებმა, რამდენი სიცოცხლე შესწირეს საქართველოს დასავლურ არჩევანს, ავღანეთიდან დაწყებული ბევრი სხვა მისიის დასრულებული. ასევე, მთელი ის ცვლილებები, რომელიც ხელისუფლებამ ქართველ ხალხთან ერთად გაატარა, დარწმუნებული ვარ, სათანადოდ იქნება შეფასებული და დაფასებული ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან.ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები და მხარდამჭერები აუცილებლად მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც პირველ რიგში ქართველ ხალხს გაუხარდება“, - განაცხადა ბრეგაძემ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს