შალვა პაპუაშვილი - პარლამენტში ქალი დეპუტატების ერთობლივი ბრიფინგები რა ფორმატია, საერთოდ ვერ ვიგებ - მათი კაცი კოლეგები მათ პოზიციებს არ ეთანხმებიან?!

პარლამენტში ქალი დეპუტატების ერთობლივი ბრიფინგები რა ფორმატია, საერთოდ ვერ ვიგებ - მათი კაცი კოლეგები მათ პოზიციებს არ ეთანხმებიან?! - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ქალი დეპუტატები პარლამენტში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები არიან და ქალობისა და გენდერის ნიშნით მათი გაერთიანება, გაუგებარია.

„ცოტა არ იყოს კომიკურს ხდიან (ერთობლივ ბრიფინგებს) არა მხოლოდ შინაარსით, რომელიც თავის მხრივ, კომიკურია. ფორმატი მათი ასარჩევია, მაგრამ ქალი დეპუტატების ერთობას რა დატვირთვა აქვს?! თუ იდეოლოგიურია, მათი კაცი კოლეგები არ ეთანხმებიან თუ ეთანხმებიან? მარტო ქალთა გაერთიანება სწორი არ მგონია“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა