სერგო ჩიხლაძე - USAID-ში შეხვედრაზე გამოხატული იყო უპირობო მხარდაჭერა, რომ საერთაშორისო განვითარების სააგენტო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, საქართველოს უპირობო მხარდაჭერას გააგრძელებს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებს შეხვდნენ.

პარტიის საგარეო მდივნის, სერგო ჩიხლაძის თქმით, შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საერთაშორისო განვითარების სააგენტო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, საქართველოს უპირობო მხარდაჭერას გააგრძელებს.

მისივე თქმით, ასევე შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველომ ამერიკასთან ორმხრივი ურთიერთობების გასამყარებლად მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა გაატაროს.

„ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები იყო აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხრიდან. მთავარი ის არის, რომ ხანგრძლივი სადამკვირვებლო მისიები იქნება გამოშვებული საქართველოში, არათუ არჩევნების დღეს, არამედ, თვეები გაგრძელდება ეს სადამკვირვებლო მისია. მნიშვნელოვანია ის გადაწყვეტილებაც, რომ მეტი მხარდაჭერა აღმოუჩინონ სამოქალაქო სექტორსა და კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს, ექსპერტულ წრეებს, რათა ქართული დემოკრატია გადარჩეს და საბოლოოდ არ ჩავიძიროთ რუსულ ჭაობში. შეხვედრაზე უპირობო მხარდაჭერა იყო გამოხატული საქართველოს ევროპული და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე და ასევე ის, რომ რეფორმები აუცილებლად უნდა ჩატარდეს, რადგან რეფორმების გარეშე, ვერც ორმხრივი ურთიერთობა განვითარდება და ვერც ევროპულ სტრუქტურებში წევრობა იქნება მიღწეული“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ, რომლის კომენტარსაც „სტრატეგია აღმშენებელი“ ავრცელებს.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა