შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის განცხადებაზე - საავტორო უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტის მომზადების პროცესში USAID იყო ჩართული - გამოდის, რომ რუსული ინტერესების გატარებას USAID-ს ანუ აშშ-ს მთავრობას აბრალებენ

საავტორო უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტის მომზადებასთან დაკავშირებულ პროცესში ამერიკული მთავრობის პროგრამა - USAID იყო ჩართული - გამოდის, რომ რუსული ინტერესების გატარებას USAID-ს ანუ აშშ-ს მთავრობას აბრალებენ, - ასე ეხმაურება პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გამოთქმულ კრიტიკას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

როგორც პაპუაშვილმა ოპოზიციის პასუხად განაცხადა, როცა არგუმენტები არა აქვთ, ყველაფერს “რუსულს“ უწოდებენ, რაც არასერიოზულია.

“თუ რაიმე არგუმენტი არსებობს, ამაზე კომიტეტში ისაუბრონ. თუ რაიმე არ მოგწონს, მაგრამ არგუმენტი არა გაქვს თუ რატომ არ მოგწონს და იარლიყს “რუსულს“ მიაწებებ, აჩვენებს თუ რამდენად მოუმწიფებელი არიან პოლიტიკური დებატებისთვის.

პროცესი დიდი ხანია მიმდინარეობს. ამაში ამერიკული მთავრობის პროგრამა - USAID იყო ჩართული, რომელმაც უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით არსებული სისტემა შეისწავლა და რეკომენდაციები დადო. პროექტი ამ რეკომენდაციის მიხედვით მომზადდა. თუ იმას ამბობენ, რომ ამერიკული სამთავრობო ორგანიზაცია რუსულ ინტერესებს ატარებს, გამოდის, რომ USAID რუსულ ინტერესებს ატარებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში საავტორო უფლებებთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვის შეჩერებას ითხოვს.

აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტში ბრიფინგი ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ხატია დეკანოიძემ, თეონა აქუბარდიამ და თამარ კორძაიამ გამართეს.

როგორც ისინი აღნიშნავენ, „საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ“ კანონში ცვლილებები ქართულ კულტურასა და მუსიკაში რუსულ გავლენას გაზრდის.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება