ხატია დეკანოიძე - 12 რეკომენდაციიდან მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულებული არ არის და „ქართულ ოცნებას“ ამ მხრივ სატრაბახო არ აქვს

12 რეკომენდაციიდან მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულებული არ არის და „ქართულ ოცნებას“ ამ მხრივ სატრაბახო არ აქვს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება არათუ არ ასრულებს რეკომენდაციებს, არამედ თავად ახდენს პოლარიზაციას და რადიკალიზაციას, არ აქვს დეოლიგარქიზაციის პოლიტიკური ნება, ზღუდავს მედიათავისუფლებას და ქვეყანაში არ არსებობს მართლმსაჯულება.

„12 რეკომენდაციიდან მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც იყო სასამართლოს რეფორმა, საარჩევნო კოდექსის რეფორმა, მედიათავისუფლება, დეპოლარიზაცია არ არის შესრულებული. მნიშვნელოვანი რეკომენდაცია იყო ასევე დეოლიგარქიზაცია, რომლის შესრულებასაც „ქართული ოცნება" შანტაჟით და პროპაგანდით ახდენს. ძნელად შეიძლება 12 რეკომენდაციიდან რომელიმეს დავარქვათ თავიდან ბოლომდე შესრულებული, რადგან პოლარიზაციას და რადიკალიზაციას ახდენს ხელისუფლება, მედიათავისუფლებას ზღუდავს ის და არ ახდენს დეოლიგარქიზაციას, ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ჩემთვის იყო, ეს იყო სასამართლოს საკითხი და ვხედავთ, რომ მართლმსაჯულება, კანონის უზენაესობა საერთოდ არ არსებობს. ამიტომ რეკომენდაციების ნაწილში სატრაბახო "ქართულ ოცნებას" არ აქვს. ის, რომ სტატუსის მინიჭების ფორმალური ნაწილი განიხილება დღეს, ეს არის ჩვენი მოქალაქეების და გეოპოლიტიკური ცვლილებების დამსახურება,"- განაცხადა დეკანოიძემ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის