შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციური პარტიები ყველა სხვა ქვეყნის, სხვა ინსტიტუციის ინტერესებში ჯდებიან, ქართველი ხალხის ინტერესის გატარება ჯიუტად არ უნდათ - ისინი ტაშს ქვეყნის გარეთ ეძებენ, ამიტომაც ყოველთვის წაგებისთვის არიან განწირულნი

ოპოზიციური პარტიები ყველა სხვა ქვეყნის, სხვა ინსტიტუციის ინტერესებში ჯდებიან - ერთადერთი, ქართველი ხალხის ინტერესის გატარება არ უნდათ ჯიუტად, - ეს შეფასება პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

პაპუაშვილი იმასაც ამბობს, რომ ოპოზიცია ვერ აცნობიერებს პრობლემას, რომ ქართველი ხალხის ინტერესებს აცდენილი არიან.

„ვერ გეტყვიან, დგას თუ არა მაღლა ეროვნული ინტერესი, რადგან ქართველი ხალხისა და ეროვნული ინტერესის გრძნობა მათში არ არსებობს. მათში არსებობს რაღაც გლობალური კონიუნქტურა, რომელშიც უნდა ჩაჯდნენ და გლობალურ პოლიტიკაში ჩაჯდომის გამო რაც უფრო მეტ ტაშს მიიღებენ, მით უფრო კმაყოფილი არიან. ისინი ტაშს ქვეყნის გარეთ ეძებენ და არა ქართველი ხალხისგან, ამიტომაც ყოველთვის წაგებისთვის არიან განწირულნი“, - განუცხადა ჟურნალისტებს შალვა პაპუაშვილმა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის