გიორგი ბოტკოველი - „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენ გარშემო გაერთიანებას არავის ვთხოვთ - რუსების წარმომადგენლები გვისხედან ხელისუფლებაში და უნდა ვიყოთ ერთობლივ ბრძოლაში

„ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენ გარშემო გაერთიანებას არავის ვთხოვთ - რუსების წარმომადგენლები გვისხედან ხელისუფლებაში და ამ მიმართულებით უნდა ვიყოთ ერთობლივ ბრძოლაში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისი თქმით, როცა საუბარია ერთიანობაზე, ამას არასწორ ინტერპრეტაციას აძლევენ, რეალურად კი "ნაციონალური მოძრაობაში" მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ ერთიანობას გულისხმობენ.

"არასწორი ინტერპრეტაციაა და "ნაციონალური მოძრაობა" ჩვენ გარშემო გაერთიანებას არავის ვთხოვთ. ჩვენ ვამბობთ, რომ არის მნიშვნელოვანი საკითხები, მაგალითად, ჩვენი ევროპული სტატუსი და მთავარი მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ აგერ რუსების წარმომადგენლები გვისხედან ხელისუფლებაში და ამ მიმართულებით უნდა ვიყოთ ერთობლივ ბრძოლაში, თორემ პატარა პარტიები გაერთიანდებიან თუ არა, ეს მათი საქმეა," - განაცხადა ბოტკოველმა.

მისივე თქმით, "ედისონ რისერჩის" კვლევა ცხადყოფს, რომ ოპოზიციის ერთიანობის პირობებში "ქართული ოცნება" დამარცხდება.

"ეს მოტივაციის მიმცემი უნდა გახდეს ყველა პროევროპული ძალისთვის.

ამ კვლევამ დაადასტურა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მთავარი პროევროპული ძალაა, "ქართულ ოცნებას" რომ პროევროპულობასთან არანაირი კავშირი არ აქვს, ეს ხომ ყველამ დავინახეთ?!

რეალური შანსი არსებობს, რომ ოპოზიციური ძალების მთავარი მიზნისთვის გაერთიანებით, "ქართული ოცნება" დავამარცხოთ. არათუ შანსი არსებობს, ფაქტები მეტყველებს ამაზე და თუ მხარდამხარ ვიბრძოლებთ, ყველაფერი კარგად იქნება," - განაცხადა ბოტკოველმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ეშინია.

"დილიდან იწყებენ და საღამომდე მიხეილ სააკაშვილზე საუბრობენ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ ქართულ პოლიტიკაში შემოდის. ამიტომ ვისი ეშინიათ ყველაზე მეტად, ვისგან ფიქრობენ რომ ხელისუფლების დატოვება მოუწევთ? - ესაა მიხეილ სააკაშვილი, "ნაციონალური მოძრაობა" და ყველა პროევროპული, პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა," - განაცხადა ბოტკოველმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს