სერგო ჩიხლაძე - IRI-სგან მთავარი გზავნილი არის სრული მხარდაჭერა საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, ასევე სრული მხარდაჭერა დემოკრატიულ რეფორმებს, რომელსაც სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ არ ატარებს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე ვაშინგტონში, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) წარმომადგენლებს შეხვდნენ.

პარტიის საგარეო მდივნის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, შეხვედრის მთავარ თემას აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები და დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელობა წარმოადგენდა.

მისივე თქმით, სასამართლო და საარჩევნო რეფორმების გარეშე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

„შეხვედრა გვქონდა „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) სათავო ოფისში, სადაც შევხვდით რეგიონულ დირექტორსა და სხვადასხვა პროგრამის ხელმძღვანელებს. მთავარი თემა საქართველო-ამერიკის ორმხრივი ურთიერთობები იყო. მთავარი გზავნილი IRI-სგან არის სრული მხარდაჭერა საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ასევე სრული მხარდაჭერა დემოკრატიულ რეფორმებს, რომელსაც სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ არ ატარებს და მთავარი დასკვნა, რომ სასამართლო თუ საარჩევნო რეფორმების გარეშე არაფერი გამოვა და შესაბამისად, რეფორმების არ განხორციელება აღნიშნულ ორმხრივ ურთიერთობებსაც დააზიანებს“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ, რომლის კომენტარსაც „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა