ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ უკრაინის სწრაფი აღდგენის მოთხოვნილება 50 მილიარდ ევროს მოითხოვს

უახლოეს 4 წლის განმავლობაში უკრაინის აღდგენისთვის საჭირო მოთხოვნილების 45%-ის დაფინანსება ევროკავშირმა უნდა იკისროს , - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

"2027 წლისთვის უკრაინის საგადასახადო სისტემაში არსებული დეფიციტი დაახლოებით 60 მილიარდ ევროს შეადგენს. სწრაფ აღდგენის მოთხოვნილება კი - დაახლოებით 50 მილიარდ ევროს. ეს ნიშნავს იმას, რომ, ზოგადად, 2027 წლისთვის დეფიციტი 110 მილიარდ ევრომდე ავა, რომელიც დღემდე არ არის დაფარული ", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისივე თქმით, შესაბამისი დაფინანსება გრანტების, კრედიტების და, ასევე, გაყინული რუსული აქტივების გამოყენების გზით მოხდება.

"ჩვენ ვიმუშავებთ უკრაინასთან. დაწვრილებით ვისაუბრებთ ინვესტიციებით და რეფორმების დაგეგმარებაზე. ეს გეგმა სამოქმედო უნდა გახდეს საერთაშორისო დონორებისთვის, კერძო სექტორის ჩათვლით. ჩვენ უნდა გვქონდეს პროგნოზირების საშუალება, გამჭვირვალება და მკაფიოობა. ეს დაეხმარება ჩვენს კოორდინირებას და ჩვენი გავლენის მაქსიმიზაციას მოახდენს. უკრაინასთან იმდენ ხანს ვიქნებით, რაც ეს საჭირო იქნება ", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა