გიგა ბოკერია  - „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერობით ვერც ივანიშვილის რეჟიმს დავამარცხებთ და ვერც ჭაობიდან ამოვიყვანთ ქვეყანას

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობას“ არ გააჩნია არც ფასეულობები და არც პრინციპები.

ბოკერიას განცხადებით, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ საქციელი არის საუკეთესო საჩუქარი ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდისთვის.

მისი თქმით, სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ არათანმიმდევრულობის, ტყუილისა და აბსურდული ქმედებების გამოყენებით ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდა ცდილობს მთლიანად პროდასავლური საზოგადოებისა და მთლიანი ოპოზიციის დისკრედიტაციას.

„ყველა მოქალაქემ, რომელიც ვარდების რევოლუციის იდეალების გამო ან ივანიშვილის რეჟიმის შეცვლის მოტივით აქამდე მხარს უჭერდა ენმ-ს, უნდა იცოდეს, რომ ამ გუნდის ლიდერობით ჩვენ ვერც ივანიშვილის რეჟიმს დავამარცხებთ, ვერც ამ ჭაობიდან ამოვიყვანთ ქვეყანას და ვერც თავისუფლებისკენ გადავდგამთ ნაბიჯს.

ეს არის გუნდი, რომელსაც აღარ გააჩნია არც ფასეულობები და არც პრინციპები, ამიტომ, მოგიწოდებთ მხარი დაუჭიროთ იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, ვინც საკუთარი პრინციპებისა და სიტყვის ერთგულია”, - განაცხადა ბოკერიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის