ვახტანგ მეგრელიშვილი - მართლა არ მესმის „ნაციონალურ მოძრაობას“ რა უნდა,  ერთადერთი რაც ვიცი, ამ პარტიის წევრებს მიშა სააკაშვილი უყვართ - ახლა არის დრო დისკუსია გვქონდეს, რა არის ოპოზიციისთვის პრიორიტეტი

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ როდესაც ასეთი განცხადება გააკეთა, ჩემს უკან სხედან პარლამენტში და ეგრევე მივედი, ვუთხარი, რომ

აი, მოვედი, გისმენთ რას მთავაზობთ - მეთქი და მართალი გითხრათ, მითხრეს ცოტახანს გვაცადეო, არ ვართ ჩამოყალიბებულიო, - ამის შესახებ პარტია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ „გირჩის“ ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის შეთავაზებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც პროდასავლურ პარტიებს საერთო სტრატეგიას სთავაზობს.

„მთავარი მოკავშირე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის და მისი შეცდომების დამზღვევი არის „ნაციონალური მოძრაობა“ და ეს უამრავჯერ დამტკიცდა უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში - როგორც კი „ქართული ოცნება“ რაღაც ისეთ შეცდომას დაუშვებდა, რომ მისი ლეგიტიმაცია ფაქტობრივად ეჭვის ქვეშ იყო და ყანყალებდა, უცებ გამოვარდებოდა „ნაციონალური მოძრაობა“ და რაღაც ისეთს გააკეთებდა, რომ ცოტა ხანში ეს ამბავი ავიწყდებოდა ხალხს. მიუხედავად ამისა, მე ვხვდები, რომ შეუძლებელია პოლიტიკური სისტემის რესტარტის გარეშე, ჩვენ ადეკვატურად მივიდეთ 2024 წლის არჩევნებამდე“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ახლა არ არსებობენ პარტიები რომლებსაც აქვთ იდეები, რომლებსაც აქვთ წარმოდგენა როგორი უნდა იყოს ეს ქვეყანა ქართული ოცნების შემდეგ. აქედან გამომდინარე „გირჩის“ ლიდერი აუცილებლად მიიჩნევს, რომ ოპოზიციურ პარტიებს მთავარ საკითხებთან დაკავშირებით დისკუსია ჰქონდეთ.

„მე საერთოდ არცერთ ადამიანთან უარს არ ვამბობ საუბარზე - "ნაციონალურმა მოძრაობამ" როდესაც ასეთი განცხადება გააკეთა, ჩემს უკან სხედან პარლამენტში და ეგრევე მივედი, ვუთხარი, რომ აი, მოვედი, გისმენთ, რას მთავაზობთ-მეთქი და მართალი გითხრათ, მითხრეს ცოტახანს გვაცადეო, არ ვართ ჩამოყალიბებულიო. მე მართლა არ მესმის სინამდვილეში ამ პარტიას მართლა რა უნდა. ერთადერთი რაც ვიცი, ამ პარტიის წევრებს მიშა სააკაშვილი უყვართ. ეს არ არის პოლიტიკური პარტია, ეს არის ჩვეულებრივი ბელადის გარშემო გაერთიანება, რომლის მთავარი იდეა მიხეილ სააკაშვილია.

ახლა არ არსებობენ პარტიები, რომლებსაც აქვთ იდეები, რომლებსაც აქვთ წარმოდგენა, როგორი უნდა იყოს ეს ქვეყანა "ქართული ოცნების" შემდეგ. ახლა არის იმის დრო, რომ ჩვენ ამ თემაზე დისკუსია გვქონდეს. ხომ არის საკითხები, რომლებიც "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ზუსტად ვიცით, რომ ვერ მოგვარდება, მაგრამ თუ არჩევნებში იმარჯვებ, მერე რა არის გასაკეთებელი? სინამდვილეში ხომ მართლა უნდა ჩამოვაყალიბოთ, რა არის ჩვენთვის პრიორიტეტი. მაგალითად, როგორ უნდა მოვუაროთ ამ ბელადომანიას, რომელიც გვჭირს ? როგორ არ უნდა დაგვიჭიროს შემდეგმა იმპერატორმა, რომელიც შეიძლება საქართველოს სისტემის სათავეში აღმოჩნდეს? ვაპირებთ პოლიტიკურ შურისძიებას თუ არ ვაპირებთ? ეს კითხვები არსებობს, ეს კითხვები ერთმანეთს უნდა დავუსვათ და მერე, როდესაც ელემენტარულად დაფიქსირებული იქნება, რომ ამ პარტიის პოზიცია ეს არის და იმ პარტიის ის არის, გაგიმარტივდებათ ამ ხალხის დაჯგუფება“,- განაცხადა მეგრელიშვილმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს