ალუდა ღუდუშაური - ობიექტური შემფასებლისთვის ცხადი უნდა იყოს პროგრესი, რაც საქართველოს აქვს - ჩვენი დასავლელი პარტნიორების ნაწილი, პირდაპირ თუ ირიბად, წყალს რადიკალი ჯგუფების წისქვილზე ასხამს

გარეთ ახლა არის დღე საქართველოში, მაგრამ შეიძლება გამოჩნდეს პირი, რომელიც იტყვის, რომ ღამეა, აქედან გამომდინარე, რა ვქნათ ჩვენ? - რაც რეკომენდაციების შესრულებას ეხება, ყველაფერი ხელის გულზეა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისი თქმით, 12 რეკომენდაციიდან ყველა შესრულებულია დეპოლარიზაციის გარდა. ღუდუშაური ამბობს, რომ ამ პუნქტის შეუსრულებლობაში დასავლელი პარტნიორების როლსაც ხედავს.

„ვფიქრობ, ობიექტური შემფასებლისთვის, სრულიად ნათელი და ცხადი უნდა იყოს პროგრესი, რაც საქართველოს აქვს, პრაქტიკულად ყველა რეკომენდაცია გვაქვს შესრულებული, გარდა ერთისა. ამას, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, მათ შორის, ჩვენი დასავლელი პარტნიორების ნაწილი პირდაპირ თუ ირიბად უწყობს ხელს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ კონგლომერატის ქვეშ ხოშტარია-ჯაფარიძის, ამ რადიკალი ჯგუფების წისქვილზე ასხამს წყალს. ეს ადამიანები პირიქით, პოლარიზაციას აღვივებენ და მათი მიზანია ქვეყანამ როგორმე სტატუსი არ მიიღოს, რათა ამ გზით გამოიწვიონ ქაოსი და არეულობა, იქნებოდა ამ გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში. გარეთ ახლა არის დღე ჩვენთან, საქართველოში, მაგრამ შეიძლება გამოჩნდეს პირი, რომელმაც თქვას, რომ ღამეა, აქედან გამომდინარე, რა ვქნათ ჩვენ? - რაც რეკომენდაციების შესრულებას ეხება, ყველაფერი არის ხელის გულზე, შევაფასოთ ობიექტურად და ნებისმიერ შემთხვევაში დავინახავთ ამ რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელს“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით ზეპირ ანგარიშს 22 ივნისს, ევროკავშირის გენერალურ საქმეთა საბჭოზე წარადგენს.

ცნობილია, რომ საქართველოს მიერ წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ევროკავშირის მიერ გაცემული 12 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ანგარიშს ევროკომისია ოქტომბერში წარადგენს. დეკემბერში კი ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის