კახა კალაძე - ამბობდნენ, სააკაშვილი თითქოს, ხელისუფლებამ მოწამლა - კეთილი ინებონ, სათითაოდ დაეწყოს ყველა და ბოდიში მოუხადოს ჩვენს მოსახლეობას იმ სიბინძურის და სიცრუის გამო, რასაც ამ ხნის განმავლობაში აკეთებდნენ

ამბობდნენ, რომ სააკაშვილი თითქოს, ხელისუფლებამ მოწამლა. ახლა კეთილი ინებონ, სათითაოდ დაეწყოს ყველა და ბოდიში მოუხადოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას იმ სიბინძურის და სიცრუის გამო, რასაც მთელი ამ ხნის განმავლობაში აკეთებდნენ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი პოლიტიკიდან შორს არასდროს წასულა.

„სააკაშვილი პოლიტიკიდან შორს არასდროს ყოფილა, ეს იყო უბრალოდ პიარკამპანიის ნაწილი, რომ მაშინ ასე აწყობდათ, თითქოს, ის პოლიტიკაში არ ერეოდა. არადა, რეალურად, მას ამის უფლება კანონით არ აქვს, ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა. წარმოგიდგენიათ? საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა თავად განაცხადა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე. ამაზე დიდი სირცხვილი რა უნდა იყოს. ეს ადამიანი დღეს გამოდის და პრეტენზია აქვს კიდევ იმაზე, რომ პოლიტიკაში იქნება ჩართული. რეალურად, პოლიტიკისგან არასდროს ყოფილა დაშორებული. მთელი ამ ხნის განმავლობაში ვუყურებდით იმ ბინძურ კამპანიას, რაც ქვეყნის წინააღმდეგ იყო აგორებული და მილიონობით თანხა დახარჯეს ამაში - მან, მისმა გარემოცვამ, მისმა ოჯახის წევრებმა. დაკავებული იყვნენ ქვეყნის შეურაცხყოფით, ტალახის სროლით, ჩართული ჰყავდათ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია, პოლიტიკოსები. კონკრეტული პოლიტიკოსები, გამოდიოდნენ და ჩვენ, საქართველოს მოსახლეობას გვარწმუნებდნენ იმაში, რომ ეს ადამიანი კვდებოდა, რამეს ხომ არ ვაჭარბებ? ამბობდნენ იმას, რომ სააკაშვილი თითქოს, ხელისუფლებამ მოწამლა და ა.შ. ახლა კეთილი ინებონ, გამობრძანდნენ, სათითაოდ დაეწყოს ყველა და ბოდიში მოუხადოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას იმ სიბინძურის და სიცრუის გამო, რასაც მთელი ამ ხნის განმავლობაში აკეთებდნენ“, - განაცხადა კალაძემ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს