იმედი გვაქვს, რომ ყველა შეძლებს ისეთი პროგრესის მიღწევას მედიის თავისუფლების კუთხით, როგორსაც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი შეფასებით, დღეს საქართველოში მედიაპლურალიზმის კუთხით ფუნდამენტურად განსხვავებული ვითარებაა, ვიდრე 11 წლის წინ იყო.
„ზოგადად, ვხედავთ, რომ სერიოზული პრობლემებია მსოფლიოში მედიის თავისუფლების კუთხით, ეს დასავლეთის სივრცესაც ეხება. სამწუხაროდ, 10-20 წლის წინ განსხვავებული მდგომარეობა იყო, დღეს უარყოფითი ტენდენციებია. ვნახოთ, იმედი გვაქვს, რომ საბოლოოდ, ყველა გაუფრთხილდება მედიის თავისუფლებას. საქართველოში მედიაპლურალიზმის კუთხით ფუნდამენტურად განსხვავებული ვითარება გვაქვს, ვიდრე 11 წლის წინ ჩვენს ქვეყანაში გვქონდა. ჩვენთან არის პროგრესი. ამ ფონზე, არის გარკვეული სივრცეები, სადაც არის რეგრესი კონკრეტულ ქვენებში. იმედი გვაქვს, რომ ყველა შეძლებს ისეთი პროგრესის მიღწევას მედიის თავისუფლების კუთხით, როგორც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია“, - განაცხადა კობახიძემ.