სააკაშვილი და სააკაშვილის დროინდელ სახეები ვიდრე არ ჩამოშორდებიან „ნაცმოძრაობას“ მანამდე, რა თქმა უნდა, ამ პარტიას არავითარი პერსპექტივა არ აქვს. არც ჩამოშორების პერსპექტივა აქვთ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, „ნაცმოძრაობა“ განწირულია მორიგი, ძალიან მძიმე მარცხისთვის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე ოპოზიციისთვის აერთო სტრატეგიის შეთავაზების შესახებ.
ირაკლი კობახიძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობის“ რეიტინგი წინა არჩევნებზე 30% იყო და ახლა, 20%-ზე ქვემოთ არის ჩამოსული, "აქედან გამომდინარე, ჩანს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სერიოზული პრობლემები აქვს და მოწოდებები გაერთიანებასთან დაკავშირებით ამას უკავშირდება".
„თუმცა, „ნაცმოძრაობის“ მთავარი პრობლემა არის არა ის, რომ მათ აქვთ ნეგატიური ტენდენცია, არამედ ის, რომ მათი ფორმალური თავმჯდომარე არის ხაბეიშვილი, მათი ლიდერი და მთავარი დამფინანსებელი არის კეზერაშვილი, უცხოელი აგენტი, რომელიც სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით რატომღაც ევროპის ქვეყნებში. მათი ლიდერი არის მერაბიშვილი, ადეიშვილი ყოფილა ჩართული მათ საქმიანობაში, რაც იგივე მელიამაც აღიარა და ა.შ. ეს არის „ნაცმოძრაობის“ მთავარი პრობლემა, სააკაშვილი რომ არის მათი ლიდერი და ა.შ. ეს არის „ნაცმოძრაობის“ მთავარი პრობლემა, ეს დისკრედიტირებული სახეები", - განაცხადა კობახიძემ.