ირაკლი ქადაგიშვილი - მიხეილ სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან არასდროს წასულა - ბოლო სერიაში იტყვის, რომ მას საერთაშორისო იმპერიალისტური ძალები დევნიან

მიხეილ სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან არასდროს წასულა, - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებას.

ქადაგიშვილის თქმით, „ბოლო სერიაში მიხეილ სააკაშვილი იტყვის, რომ მას საერთაშორისო იმპერიალისტური ძალები დევნიან“.

„სხვადასხვა როლი ჰქონდა მორგებული. წინა სერიაში იყო - მომწამლეს, მკლავენ და მაწამებენ, მაგრამ ამას სტრასბურგის სასამართლომ საბოლოოდ წერტილი დაუსვა. დღევანდელი სერიაა - დავბრუნდი პოლიტიკაში, პრემიერ-მინისტრი უნდა გავხდე და ა.შ. ბოლოს, ალბათ, მესამე სერია დამთავრდება - საერთაშორისო იმპერიალისტური ძალები მდევნიან. ეს არის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკის მთელი სიუჟეტი“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის