თეონა აქუბარდია - თუ შესაძლებლობა არსებობს, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, გეოპოლიტიკური მოცემულობიდან და რუსეთის გავლენების ზრდიდან გამომდინარე და არა იმიტომ, რომ 12 რეკომენდაცია სრულფასოვნად შესრულდა

ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, თუ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, რომელიც გეოპოლიტიკური მოცემულობიდან და რუსეთის "გავლენების ზრდიდან" გამომდინარე იქნება მიღებული.

მისივე განმარტებით, „ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირში არც ერთი მეგობარი ქვეყანა დაიტოვა".

„ორი შეფასებით ხდება კანდიდატის სტატუსის მიღების გადაწყვეტილება, ერთი ბიუროკრატიული რეფორმებია და მეორე, პოლიტიკური. თუ შესაძლებლობა არსებობს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მაინც მიიღოს, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, გეოპოლიტიკური მოცემულობიდან და რუსეთის გავლენების ზრდიდან გამომდინარე და არა იმიტომ, რომ საქართველომ 12 რეკომენდაცია სრულფასოვნად შეასრულა. ვხედავთ, რომ ეს ასე არ არის. 12-იდან მხოლოდ სამია შესრულებული. ჩემი სურვილია ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ" დიდი საფრთხე და ალბათობა შექმნა იმისა, რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში ბიუროკრატიული რეფორმების შესრულებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს. იმავდროულად, ევროკავშირში არც ერთი მეგობარი არ დაიტოვა, რომელიც საქართველოს რეალურად გამოესარჩლება იმისთვის, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოს ინტერესების შესაბამისი იყოს",- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის