მიხეილ სააკაშვილი შალვა პაპუაშვილს - რაც არ უნდა მიმძიმდეს, ბოლო ამოსუნთქვამდე მაინც გამოვხატავ ჩემს პოზიციას, აზროვნებას ვერ ამიკრძალავთ - თუ კარგად ვარ, რატომ არ უშვებთ ჩემთან პარლამენტის წევრებს?

თუ ასე კარგად ვარ, რატომ არ უშვებთ ჩემთან პარლამენტის წევრებს რომ მნახონ? - ბოლო ამოსუნთქვამდე მაინც გამოვხატავ ჩემს პოზიციას, აზროვნებას ვერ ამიკრძალავთ! - ასე მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს.

სააკაშვილი საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში პაპუაშვილს კითხვით მიმართავს, თუ რატომ დაბლოკა სასამართლო პროცესზე მისი „ონლაინ“ ჩართვა.

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს - თუ ასე კარგად ვარ, რატომ არ უშვებთ ჩემთან პარლამენტის წევრებს რომ მნახონ?

რატომ დაბლოკეთ ჩემი ONLINE ჩართვა სასამართლოზე? ჩემს და თქვენს შორის განსხვავებაც სწორედ ისაა, რომ რაც არ უნდა მიმძიმდეს, ბოლო ამოსუნთქვამდე მაინც გამოვხატავ ჩემს პოზიციას. აზროვნებას ვერ ამიკრძალავთ!“ - აცხადებს სააკაშვილი.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა