ლევან ბეჟაშვილი - ოპოზიციას ვთავაზობთ, საერთო სტრატეგია, საერთო ბრძოლის ტაქტიკა  გვქონდეს „ქართულ ოცნებასთან“, იგივე „რუსულ ოცნებასთან“

„ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ისინი „ქართული ოცნების" წინააღმდეგ, სხვა საპარლამენტო ოპოზიციებს „საერთო სტრატეგიასა და ბრძოლის ტაქტიკას სთავაზობენ".

მისივე განმარტებით, ოპოზიციის მთავარი ამოცანა საქართველოს ევროპული მომავლის დაცვა და მისი "რუსული ოცნებისგან" გათავისუფლებაა.

„საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები ადასტურებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი ევროპული პარტიაა, რომელმაც ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" უნდა ჩაანაცვლოს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ოპოზიციაში თანამოაზრეები გვყავდეს, ვთავაზობთ მათ, რომ საერთო სტრატეგია გვქონდეს, საერთო ბრძოლის ტაქტიკა "ქართულ ოცნებასთან", იგივე "რუსულ ოცნებასთან". ბუნებრივია, პოლიტიკური ამოცანები განსხვავებულია იმიტომ, რომ 30 და 35%-იან პარტიას სულ სხვა მიზნები და ამოცანები აქვს, 2-3%-იან პარტიებს კი, სხვა. მაგრამ მთავარი ამოცანაა, საქართველოს ევროპული მომავალი დაცვა და "რუსული ოცნებისგან" გათავისუფლებაა",- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

გარდა ამისა, მისივე განცხადებით იმის პროგნოზირება, მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, რთულია.

"პროგნოზირება რთულია, მაშინ, როდესაც ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. იქნება ეს ანტიდასავლური რიტორიკა, ომის რიტორიკა, განცხადებები ნატოს წინააღმდეგ. 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე გუშინ გაკეთდა განცხადება, რომ მხოლოდ სამი პუნქტია შესრულებული",- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის