პარლამენტის წევრები ნატო ჩხეიძე და როსტომ ჩხეიძე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან

პარლამენტის წევრები ნატო ჩხეიძე და როსტომ ჩხეიძე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან. „თავისუფლება“ - ასე ეწოდება მათ პოლიტიკურ ჯგუფს, რომლის რეგისტრაციის საკითხს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 23 ივნისის პლენარულ სხდომაზე განიხილავს.

აღნიშნული გადაწყვეტილებით პარლამენტში რიგით მეცხრე პოლიტიკური ჯგუფი შეიქმნება.

ნატო ჩხეიძე და როსტომ ჩხეიძე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იყვნენ. მათ აღნიშნული ფრაქცია მას შემდეგ დატოვეს, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების მხარი დაუჭირეს.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს