ლევან ხაბეიშვილი - უჩა მამაცაშვილის კადრი დანიშნეს ეროვნულ ბანკში მაღალ თანამდებობაზე, საიდანაც ივანიშვილი ხალხის ძარცვის ხარჯზე დამატებით მილიონებს იშოვის

უჩა მამაცაშვილის კადრი დანიშნეს ეროვნულ ბანკში მაღალ თანამდებობაზე, საიდანაც ბიძინა ივანიშვილი ხალხის ძარცვის ხარჯზე დამატებით მილიონებს იშოვის, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ნათია თურნავას დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილმა თურნავა ჯერ კიდევ ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მან ეკონომიკის მინისტრობის დროსაც კი ზიანი მიაყენა საქართველოს ბიუჯეტს.

„ეკონომიკის მინისტრი რომ იყო, მაშინ შეჭამა საქართველოს ბიუჯეტი, გახრა პირდაპირი მნიშვნელობით ის, რაც ქართველი ხალხის იყო და ამასობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა და პირადად უჩა მამაცაშვილმა მისი კადრი განაწესა ეროვნულ ბანკში მაღალ თანამდებობაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ დამატებით, როგორც მოუნდებათ, მათ შორის საბანკო ოლიგარქიის მართვა, დამატებით როგორც მოისურვებენ დოლარის კურსის ცვლილებით მილიონების შოვნას, ძარცვის ხარჯზე, ძალიან მარტივად შეისრულებს უჩა მამაცაშვილი და ბიძინა ივანიშვილი. შესაბამისად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს უჩა მამაცაშვილის კადრი დანიშნეს ეროვნულ ბანკში მაღალ თანამდებობაზე და ჩააბარეს ის სისტემა, რომელი სისტემიდანაც გატარებული პოლიტიკის გამო, ბიძინა ივანიშვილი ქართველი ხალხის ძარცვის ხარჯზე, დამატებით მილიონებს იშოვის. უნდა დავშალოთ ეს ოლიგარქია, უნდა გავიმარჯვოთ რუსულ კრიმინალურ ხელისუფლებაზე და მხოლოდ ამის შემდეგ ასეთ ნეპოტისტურ, კრიმინალურ გადაწყვეტილებებს მოეღება ბოლო“, - განაცხადა ხაბეიშვილმა, რომლის განცხადებასაც "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში