ანა წითლიძე ევროკომისიის ზეპირ ანგარიშზე - „ქართული ოცნების“ ტყუილი კიდევ ერთხელ გამოჩნდა

„ქართული ოცნების“ ტყუილი, თითქოს 12-პუნქტიან ვალდებულებას ასრულებენ, კიდევ ერთხელ გამოჩნდა დღეს სტოკჰოლმის კონფერენციაზე და გუშინ ევროკომისიის განხილვაზე, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა, რითიც გამოეხმაურა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის ზეპირ ანგარიშს საქართველოს უკრაინისა და მოლდოვის მიერ რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით.

წითლიძე მიიჩნევს, რომ თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას დაეკისრება.

„ქართული ოცნების“ ტყუილი, რომ ისინი თითქოს 12-პუნქტიან ვალდებულებას ასრულებენ, კიდევ გამოჩნდა დღეს სტოკჰოლმის კონფერენციაზე და გუშინ ევროკომისიის განხილვაზე, სადაც პირდაპირ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა თქვეს, რომ ცხრა ძირითადი პუნქტი არ სრულდება და ის, რომ მთლიანად პასუხისმგებლობა ამაზე აქვს ხელისუფლებას და არა ოპოზიციას. ამიტომ, თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, მთლიანად პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას. მოლოდინი იმის, რომ ხელისუფლება შეასრულებს 12-პუნქტიან გეგმას, მე არ მაქვს, რადგან მათი მიზანი არ არის ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რადგან კანდიდატის სტატუსის მიღება მათ იციან რას ნიშნავს - ძალაუფლების დაკარგვას“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

ანა წითლიძის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა