მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ქარუმიძე ესტონეთში აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა და პირველმა მოადგილემ, ლევან ქარუმიძემ ტალინში ვიზიტისას შეხვედრები გამართეს მთავრობის ადმინისტრაციის ევროკავშირის საქმეთა დირექტორთან, კლენ იაარატსთან და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, კილიკე სლასტე-ელინგთან.

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის გატარებულ რეფორმებზე, ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულების პროგრესზე და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად გადადგმული ნაბიჯები სათანადოდ შეფასდება და დეკემბერში ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიანიჭებენ.

შეხვედრებისას საუბარი შეეხო უკრაინაში რუსეთის აგრესიით გამოწვეულ ვითარებას, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს და რეგიონში შექმნილ რთულ ვითარებას.

ხაზი გაესვა ესტონეთთან ორმხრივი თანამშრომლობის და მხარდაჭერის მნიშვნელობას.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ასევე, ესტონეთში თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებთან, ესტონეთის დიპლომატიური სკოლის ხელმძღვანელთან, ეკკე ნომთან და ევროკავშირის სააგენტო eu-LISA-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან, ლუკა ტალიარეტტისთან.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს