შარლ მიშელი მიესალმება ირაკლი ღარიბაშვილის "კიდევ ერთხელ დადასტურებას", რომ საქართველო არ შეეცდება "უცხოური გავლენის" შესახებ კანონის მიღებას

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიესალმება პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ კიდევ ერთხელ დადასტურებას, რომ საქართველო არ შეეცდება "უცხოური გავლენის" შესახებ კანონის მიღებას. ამის შესახებ საქართველოზე ევროპული საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული.

ამასთან, განცხადების თანახმად, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონის მესამე მოსმენით არ მიღების თაობაზე პოზიტიური ნაბიჯია.

"სისტემურ მიდგომაზე ფოკუსირება საჭიროა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად.

ევროსაბჭოს გადაწყვეტილება გასულ წელს საქართველოს ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ პოზიტიურ იმპულსს ქმნის რეფორმებისთვის, რათა ქვეყანა წინ წავიდეს მის ევროპულ გზაზე.

საქართველოს მომავალი ევროკავშირშია",- წერია განცხადებაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის