საქართველოში ესტონეთის ელჩი, რიინა კალიურანდი საქართველოს პრეზიდენტის მიერ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ესტონეთი ამ გადაწყვეტილებას მიესალმება.
„ესტონეთი მიესალმება გადაწყვეტილებას და მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას ევროკავშირის გზაზე“, - წერს რიინა კალიურანდი „ტვიტერზე“.