შალვა პაპუაშვილი - სანამ ლაზარე გრიგორიადისის მამა იტყოდა, რომ მისი შვილი გარკვეულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოიყენეს, ამას ჩვენ ვამბობდით - ის, რომ დესტრუქცია ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მომდინარეობს, ცხადია

ის, რომ დესტრუქცია ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მომდინარეობს, ცხადია და ჩანს, რომ ამ შემთხვევაში ლაზარე გრიგორიადისის მამაც აღიარებს ამას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ადამიანები რაც უფრო მეტს ისაუბრებენ იმის შესახებ, თუ რა დგას ამ დესტრუქციული ქმედებების უკან, მათთვის უკეთესი იქნება.

„სანამ ლაზარე გრიგორიადისის მამა იტყოდა, რომ მისი შვილი გარკვეულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოიყენეს, ამას ჩვენ ვამბობდით. იმ დღეს მართლა იყო ჯგუფები, რომლებიც მსგავსი დესტრუქციისთვის ამწიფებენ და ამზადებენ მდგომარეობას, შემდეგ ადამიანები სხვადასხვა ტრენინგებზე დაჰყავთ. გამოჩნდა ის, თუ რა იგეგმება ასეთ სემინარებზე - რევოლუციები და იარაღის ტრიალი. ამის შედეგი იყო ის, რომ საბოლოო ჯამში, ვიღაცამ ადამიანს "მოლოტოვის კოქტეილი" ესროლა. ის, რომ დესტრუქცია ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მომდინარეობს, ეს ცხადია და ჩანს, რომ ამ შემთხვევაში ლაზარე გრიგორიადისის მამაც აღიარებს ამას. რაც უფრო მეტს ისაუბრებენ იმაზე, თუ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, ვინ აორგანიზებდა პარლამენტისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობას, ფანჯრების ჩამსხვრევას, "მოლოტოვის კოქტეილის" დამზადებას, მათთვის ეს უკეთესი იქნება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის