რატი ბრეგაძე - როცა საქმე ეხება ევროინტეგრაციას, საქართველო მოკლე პერიოდში ჭრის ხოლმე დიდ პრობლემებს გამომდინარე იმ ტემპებიდან, რომელიც აქვს ყველა უწყებას - არ მგონია, რომ გვარამიას შეწყალებას კავშირი ჰქონდეს ევროპულ მომავალთან

მჯერა, რომ საჭირო ვადაში შესრულებული იქნება ყველა რეკომენდაცია, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მას არ ჰგონია, რომ ნიკა გვარამიას შეწყალება ევროინტეგრაციასთან კავშირში იყოს.

"ქართული ოცნების" ხელისუფლება ევროინტეგრაციის მიმართულებით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებულია. თუკი რაიმე ხელშესახები პროგრესი იქნა ამ მიმართულებით მიღწეული, იყო "ქართული ოცნების" პერიოდში. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქართველ ხალხთან ერთად, აუცილებლად გაგვიხარდება კანდიდატის სტატუსის მიღება და შემდგომში ევროკავშირის წევრობაც.

როცა საქმე ეხება ევროინტეგრაციას, საქართველო საკმაოდ მოკლე პერიოდში ჭრის ხოლმე საკმაოდ დიდ პრობლემებს. გამომდინარე იმ ტემპებიდან, რომელიც აქვს ყველა უწყებას, რომელიც მუშაობს ევროინტეგრაციის საკითხებზე, მჯერა, რომ ყველა საჭირო ვადაში შესრულებული იქნება ყველა რეკომენდაცია.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას შეწყალებით ევრორეკომენდაციის ერთ-ერთი პუნქტის შესრულებას, მე არ მგონია, რომ კონკრეტულ შემთხვევასა და შეწყალებას კავშირი ჰქონდეს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან," - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა