რატი ბრეგაძე - გვარამიას შეწყალების შესახებ ტელევიზიით გავიგე, მანამდე კონსულტაცია არ გვქონია - როგორც კი მოვიდა დადგენილება, დავიწყეთ მისი აღსრულება

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, მან „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ სატელევიზიო ეთერის საშუალებით გაიგო და როგორც კი დადგენილება მოვიდა, უწყებამ მისი აღსრულება დაიწყო. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

“არ მიფიქრია, შესაბამისად, ვერ გეტყვით მოსალოდნელი იყო თუ მოულოდნელი. ჩვენი საფიქრალია პატიმრის უფლებები იყოს დაცული, სასჯელი იყოს აღსრულებული და არა რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი შეწყალებასთან დაკავშირებით. სალომე ზურაბიშვილს პრესკონფერენციაზე არ დაუსახელებია არგუმენტაცია. მან თქვა, რომ ის არ ისაუბრებდა არგუმენტაციაზე. შესაბამისად, გამიჭირდება რაიმე დამატებითი კომენტარის გაკეთება. საკმაოდ გვიან იყო გამოცხადებული ეს გადაწყვეტილება, ამის შესახებ არაფერი ვიცოდი, გავიგე ერთ-ერთი სატელევიზიო არხის მეშვეობით, მანამდე კონსულტაცია არ გვქონია. როგორც კი მოვიდა დადგენილება, დავიწყეთ მისი აღსრულება“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

რაც შეეხება ჟურნალისტების კითხვას, მიულოცავს თუ არა იუსტიციის მინისტრი ნიკა გვარამიას გათავისუფლებას, როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, მათი სურვილია ყველა პატიმრის რესოციალიზაცია იყოს სრულად გავლილი.

„ჩვენ ყოველთვის მოწადინებული ვართ იმაზე, რომ ნებისმიერ პატიმარს, როცა გადის პენიტენციური დაწესებულებიდან, ჰქონდეს რესოციალიზაციის პროცესი სრულად გავლილი, დაუბრუნდეს საზოგადოებას და დაიწყოს ახალი ცხოვრება“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა