თუკი ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას ხელისუფლებასთან კონსულტაციების თემა მოეთხოვება, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მის საქმიანობაში უკეთესობა იყოს და მექანიზმები, რაც ეროვნულ ბანკს გააჩნია, სწორად იყოს გამოყენებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.
ვოლსკი ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ნათია თურნავას არჩევას დადებითად აფასებს. “ეროვნული ბანკი თავისუფალი იქნება, რადგან მისი მოვალეობა, ამოცანა და არსი თავისუფლებაშია. თუკი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნამდე აღმასრულებელი ნათია თურნავა იქნება, ამაში ცუდი არა თუ არაფერია, პირიქით, მისასალმებელია და მისი კომპეტენცია აღსანიშნავია. თუკი ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას ხელისუფლებასთან კონსულტაციების თემა მოეთხოვება, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მის საქმიანობაში უკეთესობა იყოს და მექანიზმები, რაც ეროვნულ ბანკს გააჩნია, სწორად იყოს გამოყენებული“, - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.