ირაკლი ქადაგიშვილი - გვარამია ყოველთვის პოლარიზაციის გამღვივებელი იყო, იძახდა ჯოჯოხეთს მოვაწყობ ქვეყანაშიო და ეს იყო კონკრეტული პირების წინააღმდეგაც - არ ვფიქრობ, რომ მისი გამოსვლა მმართველი პარტიისთვის რაიმე  პრობლემაა

გვარამია ყოველთვის პოლარიზაციის გამღვივებელი იყო, იძახდა ჯოჯოხეთს მოვაწყობ ქვეყანაშიო და ეს იყო კონკრეტული პერსონების წინააღმდეგაც - არ ვფიქრობ, რომ მისი გამოსვლა მმართველი პარტიისთვის რაიმე პრობლემაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გვარამიას პოლარიზაციის გაზრდის დიდი რესურსი გააჩნია.

"გამომდინარე იქიდან თუ რა პოლიტიკური გემოვნებისაა და რა პოლიტიკასაც ატარებდა ნიკა გვარამია, ის ყოველთვის, პირიქით, იყო პოლარიზაციის გამღვივებელი და ლიდერი. ჩვენ მისი არაერთი განცხადება ვიცით და გვახსოვს, პირდაპირ იძახდა, რომ მოაწყობს ამ ქვეყანაში ჯოჯოხეთს და ეს ჯოჯოხეთი იყო არამარტო ქვეყნის, არამედ კონკრეტული პერსონების წინააღმდეგაც და ის ამის პროპაგანდას ყოველთვის დაუფარავად ეწეოდა. შეიცვლება თუ არა მისი რიტორიკა, ამას დრო გვაჩვენებს, ყოველ შემთხვევაში პოლარიზაციის გაზრდის ძალიან დიდი რესურსი გააჩნია ნიკა გვარამიას.

მეორე მხრივ, ნიკა გვარამიას გამოსვლა გარეთ არ ვფიქრობ, რომ მმართველი პარტიისთვის რაიმე სახის პრობლემას წარმოადგენდეს. მე თუ მკითხავთ, ეს შეიძლება უფრო რადიკალურ ოპოზიციაში გახდეს შიდა დაპირისპირებისა და კონკურენციის საგანი.

მისი საქმიანობა ყოველთვის იყო პოლიტიკური პროპაგანდა, იყო რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგის განმსაზღვრელი, რა თქმა უნდა, ის ამას გააგრძელებს, რა გამოუვა და რამდენად იქნება რადიკალური ოპოზიცია მის გარშემო გაერთიანებული, ამას დრო გვიჩვენებს. მე ვფიქრობ, იქნება დაპირისპირება რადიკალურ ოპოზიციაში," - განაცხადა ქადაგიშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში