ბადრი ესებუას საქმის პროკურორის განცხადებით, სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება გაიზიარა

„საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში მსჯავრდებული ბადრი ესებუას საქმის პროკურორის, მირანდა წერეთლის განცხადებით, სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება გაიზიარა.

„სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი, მან სრულად გაიზიარა ბრალდების მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება. ეს გახლავთ ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, იმ მოწმეთა ჩვენებები, რომლებმაც განაცხადეს, რომ ხმით ამოიცნეს ბრალდებული ბადრი ესებუა. გამოვიკვლიეთ სხვა არაერთი მტკიცებულება, რომლებიც ადასტურებდა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას. საბოლოოდ სასამართლომ ყველა მტკიცებულება შეაფასა ერთობლიობაში, დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში მან შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით. ესებუას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა ზუგდიდის რაიონულის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელი, რომელიც ბადრი ესებუას შეფარდებული ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისათვის“, - განაცხადა პროკურორმა.

მისივე თქმით, დაცვის მხარის განცხადებას იმის შესახებ, რომ მათ არ მიეცათ ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარების საშუალება, რათა მტკიცებულებები მოეპოვებინათ, „ეს მხოლოდ დაცვის მხარის განცხადებაა“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს