ნიკოლოზ სამხარაძე -  არ მაქვს შეგრძნება, რომ შეწყალება იყო ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ, რადგან მსგავსი შეწყალებები მანამდეც გვინახავს

არ მაქვს შეგრძნება, რომ შეწყალება იყო ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ, რადგან მსგავსი შეწყალებები მანამდეც გვინახავს - თუ ვინმე იტყვის, რომ შეწყალებით საქართველოში პოლარიზაცია შემცირდა, ამის დამაჯერებელი არგუმენტები უნდა მოიყვანოს, - ასე ეხმაურება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებას.

სამხარაძის თქმით, გამოცდილება მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ ადამიანის შეწყალებით პოლარიზაცია არ მცირდება.

„პოლარიზაცია არ არის მიზეზი იმის, რომ ვიღაც შეწყალებულია ან არა. სხვა მიზეზებია. არ მგონია, რომ შეწყალება შეუწყობს ხელს დეპოლარიზაციას ან ახლა ან მომავალში, რადგან პოლარიზაციას სხვა მიზეზები და საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს. ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამაზე უნდა ვიმუშაოთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ნიკოლოზ სამხარაძემ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს